2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ – ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.

პირველი არხის ცნობით, აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ქალია და კაცზე არასოდეს აწევს ხელს.

„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ – განაცხადა ინაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები