1 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,, მეც ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა"- ზურაბიშვილი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ,  თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციების იქნება მიწვეული.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები