1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მიმუშავია მუშად და მტვირთავად.. 10 ფაქტი ჩემს შესახებ რომელიც არავინ იცის"

ნიკა რურუა. 

10 ფაქტი ჩემს შესახებ რომელიც არავინ იცის ...... 

1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი; 

2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში; 

3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი; 

4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor), რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა; 

5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”; 

6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს; 

7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი; 

8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე; 

9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის; 

10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები