0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აშშ ელოდება ზურაბიშვილთან თანამშრომლობასა და მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელდებას – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი განცხადება გაკეთდა ვაშინგტონში.

“შეერთებული შტატები ელოდება არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას და საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებას,” – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, თანამშრომლობას და საქართველოსთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, ორმხრივი და რეგიონალური საკითხების ფართო სპექტრში. მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით ახლო თანამშრომლობისა და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კუთხით,“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, რობერტ პალადინომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები