0 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენი ქვეყანა რუსული აგრესიის მსხვერპლია" - ციხელაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე არ მოხდება.

„რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი პოზიცია - არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზებისა და მოწესრიგებისთვის. ჩვენი ქვეყანა დღეს არის ოკუპირებული და აგრესიის მსხვერპლი,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები