0 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

NDI: გრიგოლ ვაშაძის კამპანია ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა

გრიგოლ ვაშაძის კამპანია ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა- ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაში, რომელსაც ორგანიზაცია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აქვეყნებს. მათივე განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთელი კამპანიის განმავლობაში მაღალი ხილვადობა ჰქონდა, თუმცა NDI აღნიშნავს, რომ სააკაშვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება.

„ვაშაძის კამპანია ასევე ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა. პირველი ტურის მსგავსად, კამპანია სატელევიზიო რეკლამებში ზურაბიშვილს კვლავაც მოღალატედ მოიხსენიებდა და მას რუსულ ინტერესებთან აკავშირებდა და ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა. კამპანია აქცენტს კომპეტენტური ხელისუფლების საჭიროებაზე აკეთებდა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას აარიდებდა, ხოლო პრეზიდენტობა “უუნარო” „ქართული ოცნების“ მმართველობის ჩამოშლის გზაზე პირველი ნაბიჯი იქნებოდა. კამპანია ასევე მოიცავდა დაპირებებს პენსიის, მასწავლებლებისა და პოლიციელების ხელფასების გაზრდისა და იპოთეკურ სესხებზე პროცენტის დაწევის შესახებ. ეს დაპირებები გააკრიტიკეს, როგორც პოპულისტური და პრეზიდენტის მანდატთან შეუსაბამო. სააკაშვილს მთელი კამპანიის განმავლობაში მაღალი ხილვადობა ჰქონდა. იგი მედიაში ყოველდღიურად ჩნდებოდა და განცხადებებს აკეთებდა. მათ შორის იყო განცხადებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, როგორც ქსენოფობიური და ანტისემიტური. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება“,- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები