2 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უცხოეთში ვაშაძე 64,06 %-ით ლიდერობს

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ, 19 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ - 64,06 %-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა. 35,94 %-იანი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

კონკრეტულად კი, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, თურქეთის ერთ უბანზე, ისრაელში, კვიპროსში, პოლონეთში, ქუვეითში, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის ერთ უბანზე, ლატვიაში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, კატარსადა ჩინეთში. კანდიდატებს ხმების თანაბარი რაოდენობა - 7-7 ხმა აქვთ მიღებული ეგვიპტეში.

რაც შეეხება უცხოეთის სხვა ქვეყნებს, მონაცემები ჯერჯერობით დათვლილი არაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები