0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მადლობა საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის და რეაქციისთვის, დანარჩენი ჩემზეა"- ბიძინა ივანიშვილი

ჩამოტვირთვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მადლობას უხდის.

როგორც ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც.

„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია.

მადლობა საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის და რეაქციისთვის, დანარჩენი ჩემზეა" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები