1 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ადამიანს, რომელმაც მიღალატა და კომისია დატოვა, სადაც შეიძლება მისი ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო, ხმას არ მივცემ"-ზაზა სარალიძე

 ზაზა სარალიძემ საკუთარი არჩევანი საარჩევნო ურნასთან უკვე დააფიქსირა. სარალიძე რამდენიმე წუთის წინ დიდ დიღომში #38 საარჩევნო უბანზე დედასთან ერთად მივიდა. 

მან მოუწოდა მოქალაქეებს გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. მისივე თქმით ის არასდროს დაუჭირეს მხარს იმ კანდიდატს, რომელიც დაპირდა მას შვილის  მკვლელის დასჯას, თუმცა დატოვა ის კომისია, რომლის წევრიც იყო.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. დავდიოდი არჩევნებზე მანამდეც ოღონდ ბიულეტენს ვაუქმებდი. ამ შემთხვევაში, ადამიანს რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას ვერ დავიჭერდი მხარს. არასდროს არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კომისია დატოვა სადაც მისი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები