0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აქციების დაშლისთვის განკუთვნილი ორი ავტომობილი მარნეულში

სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, აქციების დასაშლელად საჭირო ფარები და ჩაფხუტები - „კურიერმა“ ქვემო  ქართლში კიდევ ერთ წერტილს მიაგნო, სადაც აქციების დაშლისთვის განკუთვნილი ორი ავტომობილი დგას.  

მარნეულში, პოლიციის განყოფილებასთან, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა სპეციალური აღჭურვილობაც გადაიღო, სადაც ასევე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. სამართალდამცველები პოლიციის ავტომობილებში სხედან და მათ მედიასთან კონტაქტი არ სურთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

გარდა ამისა,  პოლიციის მანქანის საბარგულებში განლაგებულია ჩაფხუტები და სხვადასხვა აღჭურვილობა, ფარები, საძილე ტომრები, თუმცა სამართალდამცველებმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს მისი გადაღების საშუალება არ მისცა და განუმარტა, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები