0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,არ მაქვს ფოტო, შენ არ გინახავს და ვერც ნახავ"- ფოტოები და პირადი ნომრები საარჩევნო უბნებთან

საბურთალოს საარჩევნო ოლქის #81-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ხმაურით დაიწყო.

მანქანაში მყოფი პირები სპეციალური სიებით აღრიცხავდნენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს. 

„ყველა ზეპირად ვიცი ჩემი ხალხი. არა მაქვს ფოტო. სიებს არ გაჩვენებთ. მე არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოვადგენ. მე არ ვარღვევ კანონს. ეს არის ჩემი ამომრჩევლის სია. მე ვინც მაძლევს ხმას,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელი მანქანაში იჯდა.

ქალბატონებს არ დაუმალავთ, რომ ისინი აღრიცხავენ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მობილიზება თავად  მოახდინეს.

„არავისზე ზეწოლას არ ვახდენ, კანონს არ ვარღვევ. ვზივარ მანქანაში და ვეთამაშები სიებს. მე ვაკონტროლებ ჩემს ხალხს და ვადარებ ჩემს სიას, მოვიდა თუ არა ჩემი ამომრჩეველი, რომელსაც მე მოვუხდინე მობილიზება,“-განაცხადა ქალბატონმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები