1 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ეს არ ეხება ყველზე მძიმე მდგომარობაში მყოფ ადამიანებს-იპოთეკურ სესხებს.. პირველადი დაკვირვება ივანიშვილის მორიგ "უფასო ფულის აფიორაზე""

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ბახტაძის  დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება:

"რამდენიმე პირველადი დაკვირვება ივანიშვილის მორიგ "უფასო ფულის აფიორაზე"-

1. არის ბლეფი, რადგან ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს უიმედო სესხი 2 ათას ლარამდ. ეს არაა მილიარდნახევარი. 


2. კომ. ბანკები ისედაც ჩამოწერდნენ უიმედო სესხებს. საშუალოდ 50 მლნ. წელიწადში. 600 მილიონზე მეტი ბოლო ათ წელიწადში. როგორც ჩანს, ქართუ მციროდენ წაეშველება ბანკებს და შემდეგ ამას შეფუთავს დიდ ქველმოქმედებად. 


3. ეს არ ეხება ყველზე მძიმე მდგომარობაში მყოფ ადამიანებს-იპოთეკურ სესხებს. რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს ემუქრება ბინებიდან გამოსახლება. 


4. საქართველოში სულ არის 400 მილიონი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული დავალიანება. აქედან 2 ათას ლარამდე არის ნახევარზე ნაკლები. მილიარდნახევრის ხსნება თვალში ნაცრის შეყრაა.
და ბოლოს-ეს არის ივანიშვილის მიერ მორიგი კარტოფილის 5 კგ ს გადაგდების დიდ ქველმოქმედებად შესაღების მცდელობა.


სინამდვილეში,თვითონვეა საბანკო მაფიის მამამთავარი და მისი მარწუხებისგან გათავისუფლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს-მათი არჩევნებზე დამარცხება!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები