0 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - მინისტრი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე გუშინ ღამით  ავარიაში მოყვა. ის მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში მოხდა. გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეზე ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები