1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის იდეის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ

ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობის ადგილის შეცვლა მოუწევთ. ბიძინა ივანიშვილის იდეის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ. 

კურორტის ტერიტორიაზე, სანატორიუმ „ზეკარში“ განთავსებული სამედიცინო დაწესბულება ხეობიდან გარეთ, სოფელ აბასთუმანთან გადააქვთ. 

ადგილობრივების განცხადებით,  სანატორიუმ "ზეკარის" ადგილზე შვიდსართულიანი სასტუმრო გაკეთდება.

"ამბობენ, რომ აბასთუმანი უნდა იყოს კურორტი, სადაც ავადმყოფი ხალხი აღარ იქნება, მარტო ჯანმრთელი და ფულიანი ხალხი იცხოვრებს“ - ყვება აბასთუმნელი ენვერ შონია "რადიო თავისუფლებასთან".​

ახალი სამედიცინო ცენტრი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ აბასთუმნის შესასვლელთან შენდება. ეს ადგილი წიწვოვანი ხეობიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებითაა.

ახალი, მრავალპროფილიანი ცენტრი 100 ადამიანზეა გათვლილი. წინასწარი ინფორმაციით, აქედან 30 ადგილი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. საავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, პაციენტებს, რომლებსაც ახალი კლინიკა ვერ მიიღებს, თბილისის პროფილურ საავადმყოფოებში უმკურნალებენ.

წყარო: "რადიო თავისუფლება" 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები