0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რომელ რიცხვში დაინიშნება არჩევნები - ცესკოს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა, ვინაიდან სხდომას პარტიის სხვა წარმომადგენელიც ესწრებოდა.

თამარ ჟვანიას აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ არსებული რეგლამენტით დაუშვებელია სხდომას ერთი პარტიიდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდეს. თუმცა,თინათინ ბოკუჩავას განუმარტა, რომ მას მოგვიანებით სხდომაზე შესვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები