1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ამ ქალაქში არ დადის თბილისელი, რომელიც იტყვის, მოდი, ახლა მე დამითმე, ჩემს ბავშვს გავახარებ და ზაზას სარალიძე წავიდეს სადღაც"

გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს მიმართავს, ნუ შეასრულებენ უკანონო დავალებებს, რომელსაც აგონიაში მყოფი ხელმძღვანელები ავალებენ. გიგი უგულავას განცხადებით, შემდეგ ამ პოლიციელებს გაუჭირდებათ ადამიანის უფლებების დაცვა.

„მე მინდა, რიგით პოლიციელებს ვუთხრა, ეს არ არის რიგითი შემთხვევა, თქვენ არღვევთ კანონს და რაც მთავარია, ამის შემდეგ თქვენ გაგიჭირდებათ ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დაცვა. თქვენ, უბრალოდ, აღარ გამოდგებით პოლიციაში მსახურებისთვის. ამიტომ დაუფიქრდით, რას აკეთებთ იმიტომ, რომ შეიძლება, დავალება ათასნაირი მოგცეთ ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა აგონიაშია და ათას სისულელეს აკეთებს,


კალაძის საქმე არ არის ის, რაშიც არის ჩარეული. არ დადის ამ ქალაქში ადამიანი, რომელიც ზაზა სარალიძის ტკივილს არ გაიზიარებს. ეს ტკივილი და სიხარული ერთმანეთს არ უშლის ხელს. ამ ქალაქში არ დადის თბილისელი, რომელიც იტყვის, მოდი, ახლა მე დამითმე, ჩემს ბავშვს გავახარებ და ზაზას სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ რუსთავი2-თან საუბარში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები