0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,2019-2020 წლებში სამხედრო მოსამსახურეებს წოდების მიხედვით ხელფასი გაეზრდებათ.. 250 ლარით გაეზრდებათ ხელფასი მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს"

პრემიერ-მინისტრიმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელფასების ზრდა დააანონსა. 

"2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს წოდების მიხედვით ხელფასი გაეზრდება. ამავე დროს, 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლების თითქმის 14 ათას თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი, გაუმჯობესდა მათი ფინანსური მდგომარეობა, ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსაც და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, ეს არის დაახლოებით 2900 ადამიანი,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ბახტაძის განმარტებით, პირველი იანვრიდან ხელფასის ზრდა ასევე იგეგმება სხვა დანაყოფებისთვისაც.  პრემიერის თქმით, ხელფასი გაეზრდება სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები