2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა - რამ გამოიწვია მმართველი პარტიის გაღიზიანება?

გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ერთმანეთს ჰელსინკში შეხვდნენ.მთავარი თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო. მმართველი პარტია აღნიშნული ამბავი გააღიზიანა და ეს ბრაზი საჯაროდაც ვერ დამალეს.

ერთი ოჯახი რომ ხართ და ერთი პოლიტიკური ფესვებიდან მოდიხართ, ამას ვამბობდით სწორედ და არც გვქონია სხვა ილუზია - ასე ეხმაურება ეჯა ბესელია სააკაშვილი-უგულავას შეხვედრას 

„ეს თქვენ ამტკიცებდით შიგადაშიგ რომ სხვანი იყავით და რამდენიმე ცდილობდა უმძიმეს პოლიტიკურ წარსულს გამიჯვნოდა... ერთმანეთთან დაბრუნება არ გაგვკვირვებია ამიტომაც.... ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება... სულ ტყუილად ცდილობენ ამ ჯამის სათავისოდ დათვლას და მორგებას! სიმბოლურია, რომ ეს განცხადება 7 ნოემბერს გაკეთდა. ამ ძალადობრივი, ყველაზე სასტიკი დღის მე-11 წელს! სიმბოლურია მართლაც!“, - აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელიას მოსაზრებას ემთხვევა კახი კალაძის გამოხმაურებაც, მერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი

„თანამოაზრეები არა, ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, - განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები