2 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და მე ამით კმაყოფილი ვარ"

რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პალიტრანიუსთან საუბარში ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება;

"ფარცხალაძისთვის ბრალის დადება უნიჭო ნაბიჯია. ბრალდებულმა თავად მოითხოვა გირაო, როცა ბრალი არ უღიარებია. ასეთი რამ არ ხდება. როგორც წესი, გირაოს ითხოვენ მაშინ, როცა გამოძიებასთან მიდის მოლაპარაკება. ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, შეცდომების კასკადია და მე ამით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ცალკეული ადამიანები ნელ-ნელა, საკუთარი გავლენის გამოსაყენებლად გრიგოლ ვაშაძისკენ გადადიან, მათ უკან კი ათასობით ამომრჩეველი დგას. ახლა ატირებული ივანიშვილი გამოვიდა და ყველას ყველაფერს დაპირდა, პენსიონერებს-პენსიებს, გაგდებულ, გაპანღურებულ ყოფილ აქტივისტებს, წვრილფეხობას, არც თუ მთლად წვრილფეხობას, ყველას მისცა დაპირებები“ განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები