2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის არის დიდი დაძაბულობა, გუნდი გაიყარა, ეს ქალი გადამალეს"

პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას, სადაც მან ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, არჩევანის ეთერში ეხმაურება.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ივანიშვილის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ქვეყნის მართვა იმ ხალხთან ერთად კი არ დაიწყო, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოვიდა, არამედ სხვა პირებს გადასცა ძალაუფლება.

„დღეს ხელისუფლებასა და ძალაუფლებას შორის დისბალანსი ამ უხეირო პოლიტიკური სისტემის გამო არის,“ - ამბობს დუმბაძე.

მურმან დუმბაძე აღნიშნავს, რომ მეორე ტური ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე კვალავ განაგრძო მოსახლეობასთან შეხვედრები მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი „დამალულია“.

„ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის არის დიდი დაძაბულობა, გუნდი გაიყარა, ეს ქალი გადამალეს,“ - ამბობს დუმბაძემ.

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა, ან ბიძინა ივანიშვილმა აღიაროს დამარცხება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები