0 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

2019 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს

2019 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხზე იმსჯელეს.

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანების, სადაზღვევო კომპანიებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები