0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე, ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი"

 პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს  „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს  უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. 

დედაქალაქის მერის განმარტებით, უცხოელებს,  ვისაც საქართველოში ბინადრობის სურვილი აქვთ, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ.

"შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი. დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე, ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი.

ინიცირებული  კანონპროექტის თანახმად,  300 000 ლარი - 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი - 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი  და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულები, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა,"- ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები