0 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!" - რას წერს ლაშა თორდია ფარცხალაძის საქმეზე

 პროკურატურამ „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო. 

თავად ლაშა თორდია კი ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილ ბრალდებას ასე ეხმაურება: 

"შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს

მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. 

ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?! - აცხადებს თორდია

შეგახსენებთ, რომ  საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები