1 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე- ,,ყველა ადამიანს უნდა მიწვდე, თქვენ წარმოგიდგენიათ, პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატებათ 20 ლარი და 200 ლარი გაუხდებათ პენსია?!"

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. 

"ჩვენ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა და  გადავწყვიტეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ადამიანებს გავაგებინოთ რა გავაკეთეთ და რის გაკეთებას ვაპირებთ.

ყველა იმ  საარჩევნო კამპანიის ხერხს გამოვიყენებთ რაც არსებობს, ამას უნდა მთელი ფსიქოლოგია და  სოციოლოგია საარჩევნო კამპანიის შესახებ. 

არსებობს კლასიკა თუ როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია.

 ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდს, რასაც მთელ მსოფლიოში იყენებენ პარტიები. ეს არის შეხვედრები, ფლაერები, მესიჯ ბოქსები, ტელევიზიაში როლიკები. ყველა ადამიანს უნდა მიწვდე, თქვენ წარმოგიდგენიათ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატებათ 20 ლარი და 200 ლარი გაუხდებათ პენსია. 

ამიტომ, რაც ჩვენ გავაკეთეთ გავაგებინებთ ხალხს და ნათლად ავუხსნით, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭირონ მხარი - ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის,"- განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები