1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არათანმიმდევრული პოლიტიკოსი სანდო არაა

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გასვლა, რომ ქვეყნისთვის სერიოზული თავსატეხი იქნება ამაზე ადრეც ვწერდი, ახლა კი გრიგოლ ვაშაძის „უცნაური“ ნაბიჯები გამახსენდა: 

1.2008 წლის წლის ომამადე რუსეთის (რომელსაც უკვე ოკუპირებული ჰქონდა აფხაზეთი და ცხინვალის-ჯავას რაიონები) პასპორტს ატარებდა, პარალელურად იყო ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 

2.2008 წლის ომის შემდეგ, როგორც კულტურის მინისტრმა რუს კოლეგასთან წერილი გააგზავნა თანამშრომლობის შეთავაზებით. ამ პოზიციის "ლოგიკური“ გაგრძელება იყო, მეუღლის ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება 2016 წლის 25 თებერვალს კრემლში ეცეკვა; 

3.2011 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოითხოვდა საქართველოს მთავრობას მხარი დაეჭირა პრორუს კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩისთვის; 

4.2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჯერ დათანხმდა, შემდეგ კი უარი უთხრა სააკაშვილს კენჭი ეყარა ნაძალადევის ოლქში გამოკლებული დეპუტატის (წულუკიანის) ადგილზე. მთავარი არგუმენტი იყო: „გუშინ სუფრაზე ვიყავით მე და ნინო და ხალხი ძალიან გვაგინებდაო“; 

5.შემდეგ შექმნა ორგანიზაცია „ივერია“ და გაემიჯნა ნაციონალურ მოძრაობას, ლანძღავდა მიხეილ სააკაშვილს, 2014 წელს აპირებდა "ივერიას" პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას;

6.როგორც მახსოვს ორგანიზაცია „ივერია“ იყო კოალიცია „აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ამის მიუხედავად „ივერიის“ ლიდერი, არ გამოჩენილა „აფხაზთა კრების“ ჩატარებულ არც ერთ ღონისძიებასა და აქციაზე, ამ აქციების უმეტესი ნაწილი აპროტესტებდა ოკუპაციას და პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში

7. 2014 წლის ნოემბრში აქცია „არა ანექსიას“ დაანონსდა, რომელის ერთ-ერთი ორგანიზატორი ასევე აფხაზთა კრება იყო. თუმცა გრიგოლ ვაშაძე აქციას არ შეერთებია, უფრო მეტიც მისი ორგანიზაცია აპირებდა განცხადების გამოქვეყნებას, რომელშიც ამ აქციას პროვოკაციად მოიხსენიებდა; 

8. 2012 წლის შემდეგ დაწყებული შევიწროვების ფონზე გრიგოლ ვაშაძეს არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება ამ პროცესის წინააღმდეგ პოლიტპატიმრებისა ან დევნილების დასაცავად; 

9. ამის შემდეგ "ივერიაში" თავი იჩინა განხეთქილებამ და ის ფაქტობივად დაიშალა. ლიდერების ნაწილმა ნაციონალებს მიაშურა და მაჟორიტარად კენჭიც იყარეს. გრიგოლ ვაშაძე არც ამჯერად გამოჩენილა; 

10. ნაცებში 2017 წელს გამოჩნდა და ქუთაისის მერობაზე იყარა კენჭი. თუმცა ამაჯერად ქუთაისელები დატოვა პირშიჩალაგამოვლებული, როდესაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე; 

11. სააკაშვილის მიერ ვანო ჩხარტიშვილის ივანიშვილის ინსტრუმენტად მოხსენიების ფონზე ბ-ნ გრიგოლმა ჩხარტიშვილის მიერ დაფინანსებული( მოარული ხმების თანახმად) გიორგი ვაშაძე საკუთარი საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნა. (ეს ის გიორგი ვაშაძეა, რომელიც 2012 წელს ნაციონალების ოფისებში მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათების ჩამოხსნას ითხოვდა

12. ამა წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ნაციონალების დროინდელი მთავრობის შეცდომები (რომლის წევრიც წლების განმავლობაში თვითონაც გახლდათ) "ევროპულ საქართველოში" გადასული ლიდერების მიერაა ჩადენილი, თან იმ ტერმინოლოგიითა და ნარატივით, რომელსაც ხელისუფლება და მისი სატელიტები იყენებენ; 

13. აღმაშფოთებელია მისი განცხადება რომ იგი რუსული კულტურის პროდუქტია,წარმოუდგენელია ქართული სულიერება იმპერიულ მოძალადეობასთან გააიგივო;

14.მისი მარიხუანასთან დამოკიდებულება კი ღიმილისმომგვრელი და ხელოვნურია, აღარაფერს ვამბობ 400 ლარიან პენსიაზე; 

15. სხვისი არვიცი და ჩემი აზრით პოლიტიკაში სანდო არაა ადამიანი რომელიც არათანმიმდევრულია როგორც საკუთარი მხარდამჭერების ისე ოპონენტებთან მიმართებაში;

16. ერთგვარ "ტრადიციად" ჩამოყალიბდა ორ პოლუსიანი ქართული პოლიტიკა: 
ან შაჰი ან რუსეთი!
ან ედუარდი ან ასლანი! 
ან ქოცი ან ნაცი! ...

დროა ამ მოჯადოებული წრიდან სრულიად საქართველო დროულად გამოვიდეს !!!! - წერს გიორგი ტაბიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები