0 3 : 5 0
 | 

პოლიტიკა

დავით დონდუა ნატო-ს გენერალურ მდივნის მოადგილეს შეხვდა

ჩამოტვირთვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გიოტმიოლერთან.

შეხვედრის დასრულებისას გაიმართა დავით დონდუას და როზ გიოტმიოლერის ერთობლივი პრესკონფერენცია.

„ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია, რაც მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. ნატოში გაწევრიანების მიზანი ასევე ასახულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის რედაქციაში. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ საქართველო- ნატო-ს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გიოტმიოლერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები