1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავს

"ტვინის განძრევის" შემდეგ, პრეზიდენტობის დამოუკიდბელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს  საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დაიცვან.

"მინდა გამოვხატო მკაფიო პოზიცია ჩემი განცხადებების უხეშ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რომელთა ტირაჟირებასაც ახდენს ზოგიერთი მედიასაშულება და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია.

უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. ქართველი ხალხის წინსვლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მედიის როლი. 

კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,"-ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები