0 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თავს დამნაშავედ ვცნობ... მსურს, დავრჩე პატიმრობაში. მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი" - მირზა სუბელიანი

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობ-ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე დღეს გააკეთა. მისი თქმით, ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ პატიმრობაში დარჩეს.

"ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს....საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს - ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე," - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები