1 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კოკა-კოლას“ დირექტორმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 50 ათასი ლარით დააფინანსა


სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი დამფინანსებელი ცნობილია. „კოკა-კოლას“ დირექტორმა,  ვახტანგ ლაღიძემ  პრეზიდენტობის კანდიდატი 50 ათასი ლარით დააფინაანსა.

 პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე „კოკა-კოლას“ დირექტორმა სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა, ხოლო თავად სალომე ზურაბიშვილმა თავის თავს 40 ათასი ლარი.

ჯამში პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის სახით 107 ათასი ლარი მიიღო, შემომწირველებს შორის არიან თავისივე შტაბის თანამშრომლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები