1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"2020 წლისთვის ჩვნ გვექნება განახლებული ერთიანი ეროვნული გამოცდები"

2020 წლისთვის განახლდება ერთიანი ეროვნული გამოცდები - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ პატიაშვილმა განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოხდება სისტემის გადაფასება და იგი მოერგება აბიტურიენტების, მშობლებისა და უნივერსიტეტების მოთხოვნებს.

"განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ვფიქრობთ რომ განახლდება, ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები. მისი შეფასება მოხდება 2020 წლისთვის, რამდენად ეფექტურია და რისი მიღება გვინდა მომავალში. ვფიქრობ რომ 2020 წლისთვის ჩვენს აბიტურიენტებს მიეცემათ განახლებული სისტემით ჩაბარების შესაძლებლობა,"- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები