2 1 : 3 8
 | 

პოლიტიკა

2022 წლისთვის მასწავლებეთა ხელფასის 2000 ლარამდე გაზრდა იგეგმება

განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას – ხელფასების ზრდას ითვალისწინებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლები; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

2022 წლისთვის კი, მისი თქმით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარსა და მეტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები