0 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"შევჯერდით ერთიან მიდგომაზე- ომის დამწყები იყო რუსეთი, თუმცა ვერ განხორციელდებოდა იმჟამინდელი პრეზიდენტის უგუნური ქმედებების გარეშე"

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პოზიციები მან და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე შეაჯერეს. 

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ მომისმენია, თუმცა მქონდა საუბარი მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ჩვენ ერთიან მიდგომაზე. ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად, ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები