0 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მამაცაშვილი ივანიშვილის გოშიაა, რომელიც ბიზნესის წართმევებს აგვარებს"

იძულებული უნდა გავხადოთ, რომ გამოძიება დაიწყოს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა იმ ჩანაწერზე საუბრისას, სადაც ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანიის "ომეგა ჯგუფის" მიმართ უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზეა საუბარი.

რურუა აცხადებს, რომ უჩა მამაცაშვილი ის პირია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა ბიზნესის წართმევისთვის იყენებს.

რაც შეეხება "იბერიასთან" მიმართებაში უჩა მამაცაშვილის კავშირს, რურუა ამბობს, რომ სატელეფონო ჩანაწერზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

"ეს არის ფიქსერი, ჩვეულებრივი, ადამიანი რომელიც აგვარებს ასე წართმევებსბიზნესის თავისუფალი მედიისა და ა.შ. დაახლოებული პირია, ივანიშვილის ერთ-ერთი გოშიაა.

გამოძიება უნდა დაიწყოს. დაიწყებენ ფსევდო გამოძიებას, მაგრამ იძულებული უნდა გავხადოთ, რომ ეს გამოძიება დაიწყოს“-ამბობს ნიკა რურუა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები