1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს და უკრაინის შს მინისტრები „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე შეთანხმდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრანაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები