2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა "

თბილისში მიმდინარე რუსულ მედია ფორუმს მამუკა ბახტაძე ეხმაურება. კითხვაზე ხედავს თუ არა საფრთხეს რუსულ პროპაგანდაში, პრემიერი ამბობს, რომ რუსული რბილი ძალა და პროპაგანდა პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის. 

„პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა საქართველოსთვის, ეს გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვის. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა.

 ქართულმა საზოგადოებამ, თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. და ეს არის  ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები