0 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ,,მე პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები"

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება.

„მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს სწორედ დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში შეხვდა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ემიგრანტებისა და ა.შ. საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები