1 6 : 0 5
 | 

პოლიტიკა

სანამ თამარ ჟვანია არ გადადგება და არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, ჩვენთან სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება - ნათელაშვილი

სამწუხაროდ, არავითარი ცენტრალური საარჩევნო და საარჩევნო კომისიები ჩვენ არ გვყავს,“ - ეს განცხადება, "ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების იმედი არ აქვს.

ნათელაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და აღარ იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობა იქნება. 

„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, არავითარი ცენტრალური საარჩევნო და საარჩევნო კომისიები ჩვენ არ გვყავს და ცესკო-ს თავმჯდომარე ქალბატონი ქვეყნით ვაჭრობის შედეგად გახდა ივანიშვილის თანამონაწილე და მილიონერი, ოფშორებში აქვს გადარიცხული ათეულობით მილიონი, ეს ქალბატონი სანამ არ გადადგება და არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, ჩვენთან სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები