1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცესკომ ჯაფარიძეს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

ცესკომ „გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

„ცესკო-მ დაგვიდასტურა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი

საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava):

ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - "გირჩი" ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები