1 6 : 0 0
 | 

პოლიტიკა

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავკეტოთ შახტები მანამ, ვიდრე არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი"

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავკეტოთ შახტები მანამ, ვიდრე არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი, მათ შორის არ დაიდება გამოძიების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები როგორც სისხლის სამართლის, ასევე ტექნიკურ-საინჟინრო თვალსაზრისით, რათა ზუსტად იყოს ცნობილი, რა არის გასაკეთებელი მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.

„ამასთან ერთად, მე განვაცხადე, რომ შესაბამისი პროფილის სამინისტროებს კომპანიასთან ექნებათ კომუნიკაცია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც შახტები იქნება დახურული, იქ მომუშავე ჩვენმა ადგილობრივმა მოქალაქეებმა მიიღონ შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები