2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება - ქორიძე

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატებმა, საქართველოს პრეზიდენტს, დეკანოზის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართეს. 

ქორიძის განმარტებით, თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, დოკუმენტი მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის და საკითხი უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად. 

„დღეს შემოვიდა განცხადება დეკანოზის შეწყალების თაობაზე, რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. განცხადება ელექტრონულად აიტვირთება და შემდეგ, რამდენიმე დღეში,  პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთხოვნა გაიგზავნება, სადაც უშუალოდ მსჯავრდებულმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალების მოთხოვნას. შეწყალების პროცედურის  დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია თავად მსჯავრდებულის თანხმობა. როცა ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის, საკითხი უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად“, – განმარტა ზვიად ქორიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები