0 4 : 4 8
 | 

პოლიტიკა

"პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ქვეყნის პოზიციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. 

„ამ ბოლო დღეებში გამოვიდა ჩემი სტატია ყველაზე გავლენიან გაზეთში wall street journal-ში. მე მივეცი ინტერვიუ BBC-ის, ვაპირებ რომ ამერიკულ სატელევიზიო არხებს მივცე. რუსულ „Эхо Москвы"-ისაც მიეცი ოპოზიციურ გაზეთს და უკრაინულ მედიაზეც გამოვდივარ. აი ამ ყველაფრის ფონზე რითია დაკავებული საქართველოს მთავრობა. ერთი სტატია არ დაუბეჭდავთ საქართველოს პოზიციების დასაცავად.

"მრავალ ათეულ მილიონ დოლარს ხარჯავენ პიარზე. აი, უბრალოდ პუტინს რომ მოვეკალი, რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?! წულუკიანი, რომელიც ჰააგაში ლობირებს საქართველოს სამხედროების გამტყუნებას ძალიან აქტიურად? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს. საქართველოს როგორც უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონნენ. დროზე თუ არ დავასრულეთ ეს, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება.

"აი, ეს კონკრეტული მაგალითი, როდესაც რუსეთმა ჩართო მთელი პროპაგანდისტული მანქანა, მედვედევმა  მისცა დიდი ინტერვიუ. პუტინმა რაღაცა თქვა, გამოიყვანეს  ივანოვი, დარაზმეს თავისი ტროლები დასავლეთში და ჩვენგან ვინ პასუხობს?,“-განაცადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები