1 5 : 1 8
 | 

პოლიტიკა

"დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი... რომ არა სააკაშვილის ახირება, ამ ომს ავიცილებდით"-ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება, რომ აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილის ახირება იყო, თუმცა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ის ამით არ აკეთებს დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადების კომენტირებას და ეს არის მისი პირადი პოზიცია.

„მე რატომ უნდა გავაკეთო ვინმეს განცხადებაზე კომენტარი. ჩემი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცნობილია. ჩემი პოზიცია არის, რომ დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი. ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, რომ არა სააკაშვილის ახირება, რომ რუსებს აქვთ ბევრი მაგრამ დაჟანგული ტანკები, რუსები ვერ გაბედავენ ომში ჩართვას და რომ ამერიკელები ჩვენ დაგვეხმარებიან. რომ არა ეს ახირება, ეს ომი არ იქნებოდა,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ამ ომზე პასუხისმგებლები არიან.

ვინ დაიწყო ომი და ეთანხმება თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, შალვა ნათელაშვილის ამბობს, რომ მას აქვს თავის პოზიცია, თუმცა ახლა ურთიერთბრალდებების დრო არ არის, რადგან ეს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ჩვენ აი ასეთი ურთიერთბრალდებებით და გარკვეული ემოციების გადმოფრქვევით, შეიძლება ერთმანეთი არ გვიყვარდეს პოლიტიკაში და ეს ბუნებრივია, ისევ მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს, როგორც ხდებოდა ყოველთვის. თორემ იმ სამხედრო ოპერაციის საკითხებში მეც მაქვს ჩემი აზრი თუმცა ეს დღეს სალაპარაკო არ არის,“-განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები