0 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?"- სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს და საქართველოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. 

ზურაბიშვილი მომხდარს "გიჟი პრეზიდენტის ახირებას" და "ჩვენს საუკუნოვან მტერთან რაღაც უცნაურ გარიგებას უწოდებს. 

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამას "უგუნურობა" ჰქვია. მისი თქმით, საქართველოს დახმარებას ვერავინ ვერ ჰპირდებოდა, ჩვენი ხელისუფლება კი აგრძელებდა საომარ მოქმედებებს.

თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ: - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები - “კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდში, სადაც მან ომში დაღუპულ გმირებს მიაგო პატივი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები