1 1 : 5 6
 | 

პოლიტიკა

"ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა..."- აშშ-ს საელჩო

საქართველო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ - აშშ-ს საელჩო საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშრებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

"ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანდგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა. ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა. ოკუპაცია ათი წელია გრძელდება - ათი ხანგრძლივი წელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
საქართველო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ." ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები