0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საქართველო თავისი განვითარების კურსით, არ არის არავის წინააღმდეგი" - ციხელაშვილის კომენტარი მედვედევის მუქარისშემცველ განცხადებაზე

რუსეთის პრემიერის მუქარისშემცველ  განცხადებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება:

"ასეთი ტიპის განცხადებები ისმის ამ ბოლო დროს უფრო ხშირად რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, თუმცა, კიდევ ერთხელ, პასუხად მხოლოდ ერთი რამ ითქვას დაბეჯითებით და დარწმუნებით, რომ საქართველო თავისი განვითარების კურსით, მისი რეფორმებით არ არის არავის წინააღმდეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები