1 1 : 0 3
 | 

პოლიტიკა

“მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო”

მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 “2008 წელს რუსეთის შემოჭრის მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა, არამედ ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობა მათ იმ დროს პრობლემებს უქმნიდა წარმატებული რეფორმების სახით. მათი მიზანი იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაუქმება”, – განაცხადამიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, “ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს”.”რას ჰქვია ვინ დაიწყო პირველად ომი? მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. ჰკითხეთ რუს დედებს, ვის შვილებსაც აგზავნიდნენ, ჰკითხეთ პოლკოვნიკ კაზაჩენკოს, რომელიც დილის 03:00 საათზე ხეობაში შემოვიდა თავის პოლკთან ერთად. ყველაფერ ამის შემდეგ თუ ვინმე კიდევ ამ კითხვას მისვამს, ის ნაძირალა, დებილი ან იდიოტია”, – დასძინა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები