1 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად"

როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. შოთაძის თქმით, ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

"როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი კომისიის დაბარებით, ახსნა-განმარტების მისაცემად. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი", - განაცხადა შოთაძემ.
ამასთან, ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, ის სხვა საკითხებზე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები