0 4 : 5 4
 | 

პოლიტიკა

,,28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს,ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად უთანასწორო არჩევნებში,ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური პარტია და სწორედ,ამ გამარჯვებამ გაუხსნა გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ.
2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს,ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან ...დაადგება წარმატების გზას...

გიორგობის დღის აღსანიშნავად კი,იქვე ,საკუთარი სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი...

მიყვარს ისტორიული დამთხვევები და პარალელები!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები