0 3 : 0 6
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი : "მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი"

მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მმართველობის პერიოდს.

„რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილი ისტორიაში შევა მხოლოდ ორი რამით, რომ მან ივანიშვილს არ დაუთმო პრეზიდენტის რეზიდენცია და სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ექსპრეზიდენტის თქმით, მარგველაშვილს შეუძლია მესამე რამითაც შევიდეს ისტორიაში იმით, რომ მას მოქალაქეობა დაუბრუნოს და პოლიტპატიმრებიც შეიწყალოს, თუმცა, სააკაშვილის აზრით, მოქმედ პრეზიდენტს ამის გამბედაობა არ ეყოფა.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას „მე ვარ პლასტელინი“ იხსენებს და აცხადებს, რომ მისგან მხოლოდ ეს განცხადება დარჩება. „მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით - შევიდა და არ გააყიდინა რეზიდენცია ივანიშვილს და იმით, რომ ჩამომართვა მოქალაქეობა. შეიძლება შევიდეს მესამე რამითაც, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები და მე დამიბრუნოს მოქალაქეობა, მაგრამ არ მგონია მას ამის გამბედაობა ეყოს. მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი. საქართველომ დაკარგა ბოლო ხუთი წელი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის - ეს ხომ ყველასთვის ცხადია. რა დარჩება მისგან, გარდა იმისა, რომ თავის თავზე თქვა - „მე ვარ პლასტელინი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები