0 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი : "არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს ნეიტრალური კანდიდატი პოლიტიკაში"

„ხელისუფლება, მით უმეტეს, ივანიშვილი არაფერს ასე იოლად არ თმობს,“ - ეს განცხადება, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა საზოგადოების განწყობა ბოლო დროს მიმდინარე აქციებზე დაინახა.

ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი თავის გადარჩენის მიზნით ამბობს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, ივანიშვილი შეეცდება ახლა, კუდი გადმოგვიგდოს, რათა სხეული ანუ მილიარდები გადაარჩინოს. ეს კუდია ის ზუსტად, რაც მან განაცხადა, რომ არ დაასახელებს ან ნეიტრალურს დაუჭერს მხარს. არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს ნეიტრალური კანდიდატი პოლიტიკაში, მით უფრო, საპრეზიდენტო პოსტზე. ის ან რომელიმე პოლიტიკური ინტერესების მატარებელია ან საერთოდ არ არსებობს, როგორც პოლიტიკოსი და კანდიდატი და წარმოადგენს ვიღაცის სატელიტს, ვიღაცის სამართავ თოჯინას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები